ყარაბაღი 100 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა – რეგიონში, 30 წლის შემდეგ პირველად, გაეროს მისია ჩავიდა

მთიანი ყარაბაღი, 1-ელი ოქტომბრის 16:00 საათის მდგომარეობით, 100 490-მა სომეხმა დატოვა.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.

ასევე, 1-ელ ოქტომბერს მთიან ყარაბაღში გაეროს მისია ჰუმანიტარული საჭიროებების შესაფასებლად ჩავიდა.

ეს არის 30 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები