სომხეთში მთავრობას მოუწოდებენ – დატოვოს კუხო, დსთ, ევრაზიული კავშირი და ევროკავშირში შეიტანოს განაცხადი

სომხეთში ცალკეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალები ქვეყნის კურსის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. ისინი ერევანს მოუწოდებენ რუსეთთან დაკავშირებული ორგანიციებიდან გასვლისა და ევროკავშირში განაცხადის გაკეთებისკენ.

შესაბამისი განცხადება მიღებულია 1-ელ ოქტომბერს დამოუკიდებლობის ფორუმზე, წერს “რადიო თავისუფლების” სომხური რედაქცია.

დოკუმენტის მიხედვით, სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დატოვოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO), ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა(დსთ).

„დღესდღეობით, რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ანტისომხური პოზიცია და პოლიტიკა, რომლის მსხვერპლიც არწახის სომეხი ხალხია, არა მხოლოდ ცუდია, არამედ კიდევ უფრო აღრმავებს უფსკრულს, რომელიც სომხეთსა და რუსეთს შორის ბოლო წლებში წარმოიშვა და მას თითქმის გადაულახავს ხდის, რაც ქმნის გადაუდებელ აუცილებლობას სომხეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული მთელი საკანონმდებლო ბაზის რადიკალური გადახედვის“, – ნათქვამია რადიო თავისუფლების ინფორმაციაში.

ამასთან, მიმართვის ავტორებმა ყარაბაღში არსებული ვითარება უკრაინის წინააღმდეგ ომსა და უკრაინელების გენოციდთან გააიგივეს.

გარდა ამისა, ერევანს მოუწოდეს, ყოველგვარი დათქმის გარეშე მოეხდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება.

განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირისადმი სრულუფლებიანი წევრობის მომართვაზე, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან, აშშ-სთან, კანადასთან, ინდოეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების ხელმოწერაზე, დასავლეთის ქვეყნებთან სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები