მექსიკაში, ჩიაპასის შტატის გზატკეცილზე სატვირთო გადაბრუნდა, რომლის შედეგად 10 კუბელი მიგრანტი დაიღუპა, რომელიც მანქანაში იმალებოდა.
CNN-ის ცნობით, ავარიის შედეგად სულ მცირე 17 პირი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია.
მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ავარიის შემდეგ მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.