მექსიკის სამხრეთით, ზღვისპირა ქალაქ სიუდად- მადეროში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა – დაშავებულია, სულ მცირე, 60 მოქალაქე.
ამის შესახებ შტატის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ დაშავებულთაგან 23 მძიმე მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, სახურავი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა.
შემთხვევის დროს ეკლესიაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა უცნობია. ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა გრძელდება.
პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა, “არასწორი კონსტრუქცია” იყოს.
ტამაულიპასის გუბერნატორმა, ამერიკო ვილარეალმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.