გიორგი ვოლსკი: სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივედით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

“სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მივედით. არ შეიძლება, კონსტიტუცია დაარღვიო, თანაც აღიარო ეს დარღვევა და ადამიანებს შეასაღო, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა დღევანდელ დღესთან შესაბამისობაში. შენ თუ არ სცემ შენს კონსტიტუციას პატივს, არა მგონია, ვინმე იყოს ისეთი, ვინც სერიოზულად შეხედავს შენს მმართველობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუცია – საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სწორედ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები