2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ღონისძიების საქართველოში გამართვის შესახებ.

მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმარი, ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ეწვევა, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები