შტეფან ფულე უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

  უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შეხვედრაში ვიტალი კლიჩკო, ოლეგ ტიაგნიბოკი და არსენი იაცენიუკი მონაწილეობდნენ.
“პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ევროკომისარს კიდევ ერთხელ სურდა, მოესმინა ოპოზიციის პოზიცია უკრაინაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ვარიანტებთან დაკავშირებით”, – განაცხადა შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ პარტია “უდარის” ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ. იარსენი იაცენიუკის განცხადებით, ევროპა მზადაა, ყოველმხრივ დაეხმაროს უკრაინას და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა იანუკოვიჩი სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები