დონალდ ტრამპი: ბაიდენი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნავს

ჯო ბაიდენი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნავს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა ხელი გაისვარა, მაშინ იყო, როდესაც ის ფულს იღებდა უცხო ქვეყნებისგან, რაც საკმაოდ ხშირად ხდება.

ჯო ბაიდენს მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრება აინტერესებს. მე ვზრუნავ თქვენი ოჯახების გამდიდრებაზე. ვმუშაობ თქვენთვის და არა ჩემთვის. მე ყოველთვის მექნება თქვენი მხარდაჭერა“, – განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს მიჩიგანში, სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები