მთიანი ყარაბაღი, 28 სექტემბრის 14:00 საათის მდგომარეობით, 70 500-მა სომეხმა დატოვა.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა ჰუმანიტარულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 50 866 იძულებით გადაადგილებული პირი უკვე დარეგისტრირებულია.
ბაღდასარიანის თქმით, ინტენსივობა არ შემცირებულა, რეგისტრაცია გრძელდება, ერთ საათში 1000 ადამიანის მონაცემი მუშავდება.