“მოვუწოდებთ სომხურ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და გახდნენ აზერბაიჯანის საზოგადოების ნაწილი” – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სომეხი ეროვნების მოქალაქეებს, ნუ დატოვებენ საცხოვრებელ ადგილებს ყარაბაღში.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

ბაქოს განცხადებით, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იცის, რომ სომეხი მოსახლეობის გამგზავრება ყარაბაღის რეგიონიდან წარმოადგენს მათ პირად გადაწყვეტილებას და არაფერი აქვს საერთო ძალადობრივ გადასახლებასთან.

„ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ნაწილს თუ არ სურს აზერბაიჯანში ცხოვრება და აზერბაიჯანის კანონებისადმი დამორჩილება, ჩვენ ვერ ვაიძულებთ, პირიქით, ჩვენ მოვუწოდებთ სომხურ მოსახლეობას, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და გახდნენ აზერბაიჯანის მრავალეროვნული საზოგადოების ნაწილი. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებისთვის სომხეთმა უნდა მოხსნას ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციას და ფოკუსირებული უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებულ დასრულებაზე, რომელიც დაფუძნებულია ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები