ნატო ლიეტუვაში სადაზვერვო თვითმფრინავებს – AWACS-ებს განათავსებს

ნატო ლიეტუვაში საჰაერო სადესანტო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) სათვალთვალო თვითმფრინავებს დროებით განათავსებს.

ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური იტყობინება.

ორი თვითმფრინავიდან პირველი ქვეყანაში დღეს ჩავა და ალიანსის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის მონიტორინგის მისიას შეასრულებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლურმა ომმა გააძლიერა ჩვენი ყურადღება ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. ჩვენს AWACS თვითმფრინავს შეუძლია თვითმფრინავებისა და რაკეტების აღმოჩენა ასობით კილომეტრის დაშორებით, რაც მათ ნატოს ადრეული გაფრთხილების ძირითად საშუალებად აქცევს. მადლობას ვუხდით ლიეტუვას ამ თვითმფრინავის მასპინძლობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში”, – თქვა ნატოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, დილან უაიტმა.

AWACS Boeing 707 თვითმფრინავებზე ბაზირებს და ჰიბრიდული რადარიოლოკაციური სტრუქტურის წყალობით შეუძლია სხვა თვითმფრინავების პოვნა და იდენტიფიცირება 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები