ტაშკენტში, სამრეწველო საწყობში აფეთქების და ხანძრის შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა, 162 მოქალაქე დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულია 24 ადამიანი, დანარჩენს 138-ს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, სტაციონარში მძიმე დაშავებულები არ არიან.