სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგად, რეგიონიდან სომხების გამოსვლა გრძელდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა.
„ანალიზები აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვეუბნებით საერთაშორისო საზოგადოებას. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად“, – განაცხადა ფაშინიანმა.