თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაშში 4,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კატასტროფების მართვის სააგენტო (AFAD) ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით 09:18 წუთზე მოხდა და 14,37 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.
ნგრევის ან შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.