ნატოს ექვსი ქვეყნის ელჩი უკრაინაში მუშაობას იწყებს

ნატოს ექვსი ქვეყნის ელჩი უკრაინაში მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, უნგრეთის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩების რწმუნებათა სიგელები მიიღო, რაც უკრაინაში მათი მუშაობის დაწყების ბოლო ოფიციალური ნაბიჯი იყო.

სახელმწიფოს მეთაურმა ახალი ელჩების სიგელები უკვე დააკმაყოფილა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ყველა მათგანი კიევში გარკვეული პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ რწმუნებათა სიგელი უკრაინაში ევროკავშირის ახლად დანიშნული ელჩის, კატარინა მატერნოვასგან მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები