ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაცია განიხილეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.