აშშ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელი იმ ქვეყნების სიაში დაამატა, რომელთა მოქალაქეებსაც საშუალება ეძლევათ შეერთებულ შტატებს ვიზის გარეშე ესტუმრონ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 30 ნოემბრიდან ისრაელის მოქალაქეებს აშშ-ში ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით, 90 დღემდე ვადით, უვიზოდ გამგზავრება შეეძლებათ, რისთვისაც მათ მხოლოდ მოგზაურთა ქვეყანაში შესვლის ნებართვის ელექტრონულ სისტემაში (ESTA) რეგისტრაცია დასჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელი 41-ე ქვეყანაა, რომელიც აშშ-ის უვიზო რეჟიმის პროგრამას შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები