ჰიქმეთ ჰაჯიევი: აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე

აზერბაიჯანი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების განხორციელებას სამხრეთ სომხეთში სახმელეთო დერეფნის შესაქმნელად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა.

ჰაჯიევის მტკიცებით, ბაქოს მხოლოდ სომხეთის გავლით ნახიჩევანთან სატრანსპორტო კავშირების შექმნა სურდა, რაც, მისი თქმით, სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას, უფრო ფართოდ კი რეგიონს.

„აზერბაიჯანს არ აქვს სამხედრო მიზნები ან ამოცანები სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ეს აზერბაიჯანის დღის წესრიგს მიღმაა. აზერბაიჯანი მხოლოდ თავის შიდა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს“, – განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა Reuters-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები