სალომე ზურაბიშვილი – გიტანას ნაუსედას: საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით, მადლობა თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები