დენის შმიგალი: უკრაინაში დანაღმული ტერიტორიების გასასუფთავებლად 37 მილიარდ დოლარზე მეტია საჭირო

ამჟამად, უკრაინაში პოტენციურად დანაღმულია 174 000 კვ.კმ, ხოლო დანაღმული ტერიტორიების გასასუფთავებლად 37 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება საჭირო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„რუსეთი სასიკვდილო კვალს ტოვებს. ნაღმები ომის იარაღია, რომელიც აქტიური რჩება დეოკუპაციის შემდეგ. სამწუხაროდ, მტერი განზრახ ნაღმავს ჩვენს ქალაქებს. სოფლები, ჩვენი ტერიტორიები, ტყეები და მინდვრები არამარტო სამხედროებისთვის, არამედ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის ზარალდება.

დღემდე უკრაინაში პოტენციურად დანაღმულია 174 000 კვადრატული კილომეტრი. ეს მაჩვენებელი უკვე თითქმის ჩვენი ყველა პარტნიორისთვის არის ცნობილი. უზარმაზარი ტერიტორია, რომლის განაღმვას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს და, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ასობით წელიც კი“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, უკრაინა განაღმვის სამუშაოებზე ამდენი დროის დახარჯვას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ამას უახლოეს რამდენიმე წელიწადში გააკეთებს.

„მსოფლიო ბანკის შეფასებით, დანაღმული ტერიტორიების გასასუფთავებლად 37 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვა იქნება საჭირო“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები