“ახასიათებს ცნებების შეცვლა” – პესკოვმა კლინტონს უპასუხა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ცნებების შეცვლას ცდილობს, როდესაც ნატოს გაფართოებაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს, – თქვა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
„ქალბატონი კლინტონი ჩვენთან ცნობილია იმით, რომ ცდილობს, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და ცნებები შეცვალოს“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება პუტინის ქმედებებს, პესკოვი ამბობს, რომ “ჩვენ ალბათ უნდა შევახსენოთ ქალბატონ კლინტონს, ნატოს გაფართოების მრავალი ტალღა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან“.
მისი თქმით, რუსეთის ლიდერი დაჟინებით სთავაზობდა დასავლეთის ქვეყნებს საკითხის განხილვას და დოკუმენტის ხელმოწერას, რომლის პროექტიც მომზადებული იყო, მაგრამ უცხოელი კოლეგები რაიმეს განხილვის კატეგორიულ უარზე იყვნენ.
„და აქ აბსოლუტურად ცხადი ხდება, რა იყო სპეცოპერაციის მიზეზი, რომელიც ტარდება და გაგრძელდება“, – დაასკვნა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლის დროს, უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჰილარი კლინტონმა ნატოს გაფართოებაზე საუბრისას თქვა, რომ ეს გამოწვეულია პუტინის ქმედებით.
“სამწუხაროა, ვლადიმირ, ამაზე თავად წახვედი”,- თქვა კლინტონმა.