ირაკლი ზარქუა – “ნაცმოძრაობაზე”: წაქცეულები არიან და ახლა წაქცეულს კიდე ფეხი მიაყოლო, ცოტა უხერხულია – რაც უნდათ, ის ქნან
“წაქცეულები არიან და ახლა წაქცეულს კიდე ფეხი მიაყოლო, ცოტა უხერხულია ჩვენი მხრიდან. რაც უნდათ, ის ქნან”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” ხელმოცარულების პარტიაა.
„ხაბეიშვილი რომ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ, ახლა იქ რა უნდა ილაპარაკო. ან მელიას რა აქვს სალაპარაკო. ხაბეიშვილი რომ ჩამოგაგდებს, წადი დაიმალე რა. არჩევნებზე დარეგისტრირდება თუ მოაგროვა ის ხმები რაც უნდა პარტიის რეგისტრაციას, წააგებს და მერე იტყვის გამიყალბესო. საკუთარ პარტიაში ჩამოგაგდეს, ბიჭო რა დროს ჯერ შენი პოლიტიკაა. ხელმოცარულების პარტიაა. ლუზერების პლატფორმა. ამიტომ გადმოიყვანეს დიდი მებრძოლი, ცრუ პატრიოტი ვაშაძე. პოპულისტი, საკუთარი მეზობლები არ აძლევენ ხმას. ხომ ხედავთ, აქ ხელმოცარულები ხართ რევოლუციურ დაფინანსებებში. ერთმანეთს მოუწყვეთ მერე პარტიაში რევოლუცია“, – აღნიშნა ზარქუამ.