“საქართველოში მიმდინარე პროცესები უბიძგებს მას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისკენ” – გაგლოევის ე.წ. ადმინისტრაციის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი იური ვაზაგოვი მიიჩნევს, რომ “სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარებით საქართველო ბევრ პროცესს ანელებს, რომლებიც, პირველ ყოვლისა, მისთვის იქნებოდა სასარგებლო”.
ამის შესახებ მან ცხინვალში პრესკონფერენციაზე თქვა.
მისი თქმით, “საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ამომრჩეველი დასავლური სქემების მიხედვით ყალიბდება და იმ ნაციონალისტურ ტრადიციებს ეყრდნობა, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ”.
„ყველა ეს ფაქტორი არ მისცემს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას აღიარებისკენ მიმართული რევოლუციური ნაბიჯები. თუმცა, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესები უბიძგებს საქართველოს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ვაზაგოვმა.
მანვე დასძინა, რომ “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმით საქართველო ანელებს ბევრ პროცესს, რომელიც სასარგებლო იქნება თავად საქართველოსთვის”.