გიორგი ვოლსკი: ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები – ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნეშტები

“ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნეშტები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე მძიმე დღეა.

„მძიმე დღეა 27 სექტემბერი. ქალბატონები დგანან თავისი შვილების გვარების წინ და სანთელი აქვთ დანთებული. ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ დაიტიროს გარდაცვლილები, გმირები. ვმუშაობთ იმაზე, რომ გადმოვასვენოთ [ოკუპირებული აფხაზეთიდან] ნეშტები. „წითელ ჯვართან“ ერთად საკმაოდ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით გაკეთებული და ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა შვება ნახონ ადამიანებმა, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები