“ადრე თუ გვიან საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აღიარებს” – გაგლოევის ე.წ.მრჩეველი

“ადრე თუ გვიან, საქართველოში გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც მიხვდებიან, რომ ერთადერთი რეალური ვარიანტი, მათ შორის, მათი ქვეყნის განვითარებისთვის, იქნება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და მათთან თანაბარი სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების დამყარება”,- მიიჩნევს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მრჩეველი, ვიაჩესლავ გობოზოვი.

ამის შესახებ მან ცხინვალში პრესკონფერენციაზე თქვა.

„საქართველო ადრე თუ გვიან აღიარებს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. რეალობა ისე განვითარდა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. ან უნდა აღიარონ ეს რეალობა, ან გააგრძელონ ერთი ადგილის ტკეპნა და ამით შექმნათ დაბრკოლებები საქართველოს განვითარებისთვის მრავალი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა გობოზოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები