ყარაბაღში საწვავის საწყობში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68- მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი პირი დაკარგულად მიიჩნევა

მთიან ყარაბაღში, ​ასკერანის რაიონში საწვავის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, 100-ზე მეტი დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ Radio Azatutyun-ს რეგიონის ე.წ. ომბუდსმენმა, გეგამ სტეპანიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 21 დაღუპულის იდენტიფიცირება მოხერხდა.

105 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები