ერაყში იმ საბანკეტო დარბაზის მფლობელი დააკავეს, სადაც ქორწილში ხანძარი მოხდა – კაცი გაქცევას ცდილობდა

ერაყში იმ საბანკეტო დარბაზის მეპატრონე დააკავეს, სადაც ქორწილში ხანძარი მოხდა და, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სულ მცირე, 120 ადამიანია დაიღუპა და ასობით დაშავდა.

ტელეკომპანია Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ​ჰამდანიას რაიონში მდებარე ალ-ჰაიტჰამ დარბაზის მფლობელმა მომხდარის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა, ის დაკავებულია.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ქორწილის დროს ფეიერვერკების გამოყენებამ გამოიწვია. ასევე აღნიშნულია, რომ დარბაზში, სადაც ცერემონია გაიმართა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები არ იყო დაცული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები