რუმინეთში საქართველოს ელჩი: რუმინეთი მზად არის, გაააქტიუროს დახმარების პროგრამები, რათა საქართველომ ევროკავშირში პრაქტიკული ინტეგრაციისთვის ყველა საჭირო რეფორმა განახორციელოს

მოვისმინეთ, რომ გვექნება რუმინეთის უპირობო მხარდაჭერა, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე, ნატოს ფარგლებშიც, – ამის შესახებ რუმინეთში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუმინეთი პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ძალისხმევას გაააქტიურებს.

„ევროკავშირთან დაკავშირებით რუმინეთი მზად არის, გაააქტიუროს თავისი დახმარების პროგრამები, რათა საქართველომ პრაქტიკული ინტეგრაციისთვის განახორციელოს ყველა საჭირო რეფორმა და ტრანსფორმაცია. ამასთან, რუმინეთი გაააქტიურებს ძალისხმევას პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები