შალვა პაპუაშვილი: რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო

მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს რუმინეთში გამართული შეხვედრების შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა თავისი შინაარსით ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა.

„ეს ორი დღე სრულად შევსებული იყო შეხვედრებით, როგორც პარლამენტის დონეზე, ისე მთავრობაში. ყველგან მთავარი თემა იყო, როგორც საქართველოს ევროინტეგრაცია, ისე ორმხრივი ურთიერთობები, რომელმაც სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორობა თავისი შინაარსით ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა. ხაზგასმულია ორი ქვეყნის განსაკუთრებული როლი ევროკავშირის როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების საკითხში. რუმინელი კოლეგებისგან ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ მნიშვნელოვანია სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მეტად და მეტად შევავსოთ შინაარსით, ეს იქნება საპარლამენტო დონე, თუ სხვა განზომილებები. საპარლამენტო დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები