“თუ აშშ F-16-ის მიყიდვის დაპირებას შეასრულებს, თურქეთის პარლამენტიც ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების დაპირებას შეასრულებს – ერდოღანი

თურქეთის პარლამენტი ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებულ დაპირებას შეასრულებს, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია ანკარასთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას გაუხსნის გზას.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, წერს Reuters-ს.

ნახიჩევანიდან დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ გასულ კვირას ნიუ-იორკში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შვედეთის განაცხადი განიხილეს.

ერდოღანის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია F-16 საბრძოლო თვითმფრინავების თურქეთისთვის მიყიდვას რატიფიცირებას უკავშირებს.

“თუ ისინი შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები