აზერბაიჯანმა, ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ყარაბაღში ბენზინი და დიზელი გაგზავნა
აზერბაიჯანმა, 21 სექტებერს ქალაქ ევლახში ყარაბაღელ სომხებთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ხანკენდიში 30 ტონა ბენზინი და 34 ტონა დიზელის საწვავი გაგზავნა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ საწვავი ყარაბაღის რეგიონის სომხებისთვის გაიგზავნა.
21 სექტემბერს ევლახში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღელმა სომხებმა ბაქოს საკვები პროდუქტები და საწვავი სთხოვეს. მეორე დღეს, 22 სექტემბერს რეგიონში პროდუქტებით დატვირთული სატვირთოები გაიგზავნა.