50 წლის შემდეგ, ბაქო 74-ე საერთაშორისო ასტრონავტულ კონგრესს უმასპინძლებს

ბაქოში 2-6 ოქტომბერს 74-ე საერთაშორისო ასტრონავტული კონგრესი ჩატარდება, რომელსაც 5 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება.

აზერბაიჯანი ღონისძიებას 50 წლის შემდეგ უკვე მეორედ უმასპინძლებს.

პირველად, საერთაშორისო 24-ე ასტრონავტული კონგრესი 1973 წელს ჩატარდა, როდესაც ქვეყნის ლიდერი ჰეიდარ ალიევი იყო.

საერთაშორისო ასტრონავტული კონგრესი აერთიანებს მათ, ვინც გაერთიანებულია გლობალური გამოწვევების წინაშე და მზად არის, გამოიკვლიოს კოსმოსის გამოუყენებელი პოტენციალი კაცობრიობის საკეთილდღეოდ.

ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან კოსმოსის უახლეს მიღწევებს, ასევე, მათ ექნებათ უნიკალური შანსი, გაეცნონ აზერბაიჯანის კულტურას და სტუმართმოყვარეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები