აშშ მიიჩნევს, რომ მთიან ყარაბაღში საერთაშორისო მისია უნდა განთავსდეს – სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატებში მიაჩნიათ, რომ, მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აუცილებელია რეგიონში საერთაშორისო მისიის განთავსება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებას.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„გულწრფელად გვჯერა, რომ იქ უნდა იყოს საერთაშორისო მისია, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, გარანტიას და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება იქნება დაცული აზერბაიჯანის საჯარო განცხადებების შესაბამისად“, – განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს.

„ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებთ ასეთი მისიის განხორციელებას და ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მის განსახორციელებლად“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მეთიუ მილერმა დაგმო რუსეთის ქმედება და თქვა, რომ მიიჩნევს – „რუსეთმა აჩვენა, რომ არ არის საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები