არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობა” იმპიჩმენტის საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს.

“თავიდანვე ვთქვით, რომ “ქართული ოცნების” ხმები არა რის საკმარისი იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივიდეს. ამის მერე, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს ღია ეთერით პირდაპირ შეუთვალეს – შეწყალება ან იმპიჩმენტიო. რა მოლაპარაკებები იყო მათ შორის, მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები