შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ
“პრეზიდენტი თავისი ქმედებებით საერთო ჯამში აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, ესაა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, ამის შემდეგ შედეგი და მისი ქმედებების შინაარსიც არ იქნება ქართველი ხალხის სასარგებლო.
„ეს არის ნიშანი, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არა თუ კონსტიტუცია და კანონი არის მნიშვნელოვანი, არამედ ცალკეული ადამიანის სურვილი. თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზე-მიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ თავიც კი მოიწონოს. აი, ამ მესიჯით, როცა პრეზიდენტი ჩადის სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა?! რა ვართ ჩვენ?! როდესაც პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, ამის შემდეგ შედეგი და მისი ქმედებების შინაარსიც არ იქნება ქართველი ხალხის სასარგებლო“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.