შალვა პაპუაშვილი: არანაირი მიზეზი სტატუსის არ მინიჭების არ არსებობს
“მას შემდეგ, რაც ბევრმა გააცნობიერა, რომ შარშან, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო როგორც სტრატეგიული, ისე პოლიტიკური შეცდომა, ვფიქრობ, ამის გააზრებით, წელს სხვა პასუხისმგებლობით მოუდგება ევროკავშირი სტატუსის მინიჭების საკითხს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„არანაირი მიზეზი სტატუსის არ მინიჭების არ არსებობს. თუ ვინმეს უნდა, საბაბი მოძებნოს, ყოველთვის შეძლებს – მოძებნოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პასუხისმგებლობით მოქმედება. ამიტომ გვაქვს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან. რადგანაც გვაქვს მხარდაჭერა, ვნახოთ. იმედია, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.