დღეს პარლამენტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს
დღეს პარლამენტი დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავს. როგორც უმრალესობის წევრები აცხადებენ, განხილვების პროცესში მიღებული შენიშვნები სრულად გათვალისწინებულია.
დოკუმენტის მიხედვით, დღეს არსებული სისტემა 2028 წლის იანვრამდე უცვლელი იქნება და დასაქმებულები აქამდე არსებულ დაბალრისკიან სისტემაში დარჩებიან.
“ყველა ჩვენი შენიშვნა, რაც იყო მიცემული პარლამენტის მიერ არის გათვალისწინებული საბოლოო ვარიანტში. ახლა მესამე მოსმენაა, მათი ნებაა მისცემენ თუ არა ხმას, მათი არჩევანია. არჩევანი ექნებათ თავისუფალი მოქალაქეებს, თუ ვის რომელ პორტფელშიც სურს, იქ გადაიტანს თავის დანაზოგს. არჩევნის უფლება აქვს ჩვენს მოქალაქეებს და ექნებათ ეს უფლება. მთავარი არის, რომ გარანტი ამისი არის სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და საპენსიო ფონდი,” – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.