ბლინკენი: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა სულ უფრო საშიში ხდება
შეერთებული შტატები ხედავს, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობა არის ორმხრივი მოძრაობის გზა, რომელიც სულ უფრო საშიში ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის უფრო ფართო უსაფრთხოებისთვის საფრთხის დემონსტრირებად შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთი სასოწარკვეთილი ეძებს აღჭურვილობას, მარაგს, ტექნოლოგიას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიისთვის, ხოლო ჩრდილოეთ კორეა დახმარებას ეძებს სარაკეტო პროგრამების გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად.
„ჩვენ ვმუშაობთ სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა გამოვკვეთოთ სახიფათო გზები რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობაში, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – დასძინა ბლინკენმა.