ორბანი უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობას უყენებს

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე არცერთ საკითხზე არ დაუჭერს მხარს, სანამ „უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკური უნგრელების უფლებებს არ აღადგენს“.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთი უკრაინას ზაკარპატიეში, დაახლოებით 150 000 ეთნიკური უნგრელის უფლებების დარღვევაში, 2017 წლის კანონის გამო, რომელიც ზღუდავს სასკოლო განათლებას უმცირესობათა ენებზე.

უნგრეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრია, რაც მას ვეტოს ამ ორგანიზაციებში უკრაინის შესვლაზე ვეტოს დადების უფლებას აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები