ევროკავშირის ახალი სანქციები ძალაში სამშაბათს შევა
რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციები მიღებული იქნება და ძალაში უკვე სამშაბათს შევა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, მყიფე სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოსკოვზე ზეწოლა შეწყდეს, – წერს „ბი ბი სი“.
როგორც ევროკავშირში აცხადებენ, სანქციები პირდაპირ უკრაინაში სიტუაციაზეა დამოკიდებული და ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს შეჩერებული.