TRT Haber: ერდოღანი ნახიჩევანში გაემგზავრა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნახიჩევანში თურქეთის პრეზიდენტი იგდირი-ნახიჩევანის გაზსადენის საძირკვლის ჩაყრისა და ნახიჩევანის მოდერნიზებული სამხედრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, განიხილება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, აქტუალური რეგიონული და გლობალური საკითხები.