ერდოღანი, ალიევი, პუტინი, ფაშინიანი – ანკარა ოთხმხრივი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ანკარა თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა, კონკრეტული თარიღი და ადგილი დაზუსტებული არ არის.
როგორც მედიას ანკარაში უთხრეს, საჭიროა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ საკითხს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან განიხილავს.
„იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ შეხვედრის თარიღი და ადგილი, ყველა მხარის კონსენსუსი გვჭირდება. ჯერჯერობით, ეს საკითხი წინადადების დონეზეა, არანაირი კონკრეტიკა“, – აღნიშნეს რუსულ მედიასთან საუბარში ანკარაში.