“საქართველოს ხელისუფლება ვერ იშორებს „ფანტომურ ტკივილებს“ – ე.წ.სამხრეთ ოსეთში გაეროში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას უპასუხეს

“სამხრეთ ოსეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისკენ კურსს, რომელიც არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი”,- განაცხადეს ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების საპასუხოდ.

„ღარიბაშვილმა „აფხაზ და ოს და-ძმებს“ მიმართვისას ცალსახად აღნიშნა, რომ „ჩვენი ერთიანობის მტერი -ჩვენი საერთო მტერია“ და ასევე, კიდევ ერთხელ შეეხო „საქართველოს ოკუპაციის“ თემას. სამწუხაროდ კიდევ ერთხე; უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ იშორებს „ფანტომურ ტკივილებს“ და ვერ იღებს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რომელიც რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაჩნდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ “ოს ხალხს, რომელმაც არაერთხელ გამოსცადა საქართველოს „მშვიდობისმოყვარე“ დამოკიდებულება, მშვენივრად ესმის ასეთი სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ღირებულება”.

გაეროში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა აფხაზებს და ოსებს მიმართა.

„მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს – ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები