რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონების იერიში დაფიქსირდა
კურსკისა და ბრაიანსკის რეგიონების გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ გამთენიისას დრონების იერიში იყო. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ “ორი დრონის მოგერიება მოხერხდა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, ხოლო ორის – ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე“.
ბრაიანსკის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა თქვა, რომ დრონები სურაჟსკის რაიონში ჩამოაგდეს, “დაღუპულები არ ყოფილან”.
კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა, რომან სტაროვოიტმა კი თქვა, რომ ერთი დრონი კურსკის ცენტრში ჩამოვარდა, მეორე – ქალაქის გარეუბანში.
პირველ აპარატთან დაკავშირებით, გუბერნატორმა საჰაერო თავდაცვის მუშაობას გაუსვა ხაზი, ხოლო მეორეს შემთხვევაში ის არ უხსენებია.
კურსკში ჩამსხვრეულია ფანჯრები, ასევე, „დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობის სახურავი“.