“რუსეთთან ერთად, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შეეძლება შვილებისთვის ბედნიერი მომავლის აშენება” – პეტრე ტოლსტოი
“აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეძლებენ თავიანთი შვილებისთვის ბედნიერი მომავლის აშენებას”, – განაცხადა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა, პეტრე ტოლსტოიმ მოსკოვში გამართულ საღამოზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ, რუსეთთან ერთად, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შეეძლება შვილებისთვის ბედნიერი მომავლის აშენება – ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ერთად შევეცდებით“, – აღნიშნა ტოლსტოიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის თქმით, სსრკ-ს დაშლის დროს, საქართველოს ახალმა ხელმძღვანელობამ დე ფაქტო უკანონოდ გამოაცხადა “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და შემდგომმა ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა ხალხების არსებობას”.
„საქართველოს მხრიდან სასტიკი სამხედრო აგრესიის პირობებში, ჩვენ იძულებული გავხდით შევსულიყავით უთანასწორო და სისხლიან ბრძოლაში მის კარგად შეიარაღებულ სამხედრო ფორმირებებთან. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარება იყო ჩვენი ხალხების ბევრი თაობის ნატანჯი ოცნება. პირველად დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ თავს დაცულად ვიგრძენით, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულად გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის უახლოესი ინტეგრაციის სფეროში“, – თქვა გალუზინმა.