გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს საქმიანი ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჟურნალისტებს მასპინძლობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეს-ტურის ფარგლებში საქმიანი ტურიზმისა და ბიზნეს გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში MICE ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

Convention International-ის, TW-Tagungswirtschaft-ისა და TFI Publication-ის ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და კახეთში, მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან მცხეთას, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღვინისა და გასტრო ტურისტულ მიმართულებას. ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები