სომხეთის მთავრობაში მთიანი ყარაბაღიდან დევნილების მიღების სცენარს განიხილავენ

სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღის ე.წ.კოლეგებთან ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს, ასევე, სომხეთის რესპუბლიკაში მსურველთა ევაკუაციის საკითხსაც.

ამის შესახებ პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ „არმენპრესს“ განუცხადა.

განიმარტა, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სიტუაციის მიხედვით და მთიანი ყარაბაღის, აზერბაიჯანისა და რუსი სამშვიდობოების წარმომადგენლებს შორის დისკუსიის შედეგების მიხედვით.

“სომხეთის მთავრობას არ დაუყენებია მთიანი ყარაბაღის სომხების ევაკუაციის საკითხი და თვლის, რომ გარანტირებული უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ და ღირსეულად საკუთარ სახლებში. მაგრამ, თუ აღიარებული იქნება, რომ მთიან ყარაბაღში სომხების ან ზოგიერთი მათგანის ცხოვრება შეუძლებელია, საჭირო გადაწყვეტილებები მიიღება. ასეთი სცენარის განსახორციელებლად მიმდინარეობს საჭირო მზადება და შემუშავებულია სხვადასხვა სცენარი”,- აღნიშნეს სომხეთის პრემიერის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები