ვახტანგ ჭარაია: სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია და გასაგებია იმ ნაწილში, რომ მისთვის პრიორიტეტული ეროვნული კანონმდებლობაა

სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია და გასაგებია, იმ ნაწილში, რომ მისთვის პრიორიტეტული ეროვნული კანონმდებლობაა, – ამის შესახებ ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია Business Insider Georgia-თან საუბარში აცხადებს.

მისი თქმით, სახეზეა ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების კვეთა.

„ფაქტია, რომ საერთაშორისო სანქციებს საქართველო მიჰყვება. თუმცა მიჰყვებოდა იმ მომენტამდე, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს შეეხო საკითხი. სახეზეა ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების კვეთა, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქეს გარკვეული იმუნიტეტი იცავს იქამდე, ვიდრე არ მიიღება მის წინააღმდეგ გარკვეული გამამტყუნებელი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჭარაიამ.

მისივე განმარტებით, აქ საკითხი დგას თუ რა უფლებები აქვს სებ-ს.

„სებ-ის უფლებები შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუცია სებ-ს არ უშვებს გარკვეული მოქმედებების იქით. არ აძლევს შესაძლებლობას, რომ იმოქმედოს. შესაბამისად, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია და გასაგებია, იმ ნაწილში, რომ მისთვის პრიორიტეტული ეროვნული კანონმდებლობაა“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები