“მიუღებელია სამხედრო ესკალაციაში სომხეთის ჩართვის მცდელობა, არ უნდა მივიღოთ გაუთვალისწინებელი გადაწყვეტილება” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნის სამხედრო ესკალაციაში ჩართვის მცდელობები მიუღებელია.

ამის შესახებ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სომხეთის საზღვრების პერიმეტრზე ვითარება შედარებით სტაბილურია, ვითარების შესამჩნევი ცვლილება არ გვაქვს. მაგრამ ამ ქმედებების მთავარი მიზანია სომხეთის საომარ მოქმედებებში ჩათრევა. არიან შიდა და გარე ძალები, რომლებსაც ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში სომხეთის ჩართვა სურთ. ჩვენთვის მიუღებელია სომხეთის სამხედრო ოპერაციების ესკალაციაში ჩართვის მცდელობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერევანმა, მთიან ყარაბაღში ესკალაციის ფონზე,  არ უნდა გადადგას გაუთვალისწინებელი ნაბიჯები.

„ამჟამად, არ უნდა მივიღოთ რაიმე გაუთვალისწინებელი, გაუთვლელი, ავანტიურული გადაწყვეტილებები“, – თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები