“რუსეთს ისევე ვენდობი, როგორც დასავლეთს” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთს ისევე ენდობა, როგორც დასავლეთს.
ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, ტელეკომპანია PBS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბოლო შეხვედრაზე საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ ვერ შეძლო შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებაზე მისი დარწმუნება, მაგრამ მან რუსეთისგან გარანტია მიიღო აფრიკისთვის 1 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდების შესახებ.
”მე არ მაქვს მიზეზი, რომ არ ვენდო მათ. როგორც სანდოა დასავლეთი, ისეთივეა სანდოა რუსეთიც. ბოლო 50 წელია, ჩვენ ევროკავშირის კარებთან ვდგავართ და ამ მომენტში მე ისევე ვენდობი რუსეთს, როგორც დასავლეთს”, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.